შრომის უსაფრთხოების ოფიცერი — პრაიმ ბეტონი

samushao.ge
პრაიმ ბეტონი — ლოგო
პრაიმ ბეტონი პრემიუმი

შრომის უსაფრთხოების ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე

 

“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

 

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ქუთაისის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.

 

ჩვენ გთავაზოვბთ:

▪ მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

▪ პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას 

▪ კონკურენტულ სამუშაო პირობებს

 

პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი

პოზიციის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

 

 

• პროექტის შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება

• ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყობა

• მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით

• სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება

• დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება

• პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა

• მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების რომლებიც მოიცავსგანსაკუთრებით სახიფათო მოქმედებიბს შესრულებას (სიმაღლეზე მოქმედება, შეზღუდულ სივრცეში მოქმედება, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ. )

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

• სამშენებლო პროექტზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

• შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

• შრომის უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების ცოდნა

• შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი)

• ინგლისური ენის ცოდნა

 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

 

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ