შრომის უსაფრთხოების მენეჯერი — სამშენებლო ჰოლდინგი

სამშენებლო ჰოლდინგი

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო ჰოლდინგი აცხადებს შერჩევას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

კომპანია ოპერირებს როგორც დეველოპერული ასევე სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებით.

ჰოლდინგი მოიცავს საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს:

  • სამშენებლო/დეველოპერული მიმართულება (მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე)
  • ინერტული მასალების მოპოვება და გადამუშავება (კასპი)
  • ღრუტანიანი გადახურვის ფილების წარმოება (გლდანი)

მდებარეობა: ქ. თბილისი გლდანი ხიზანიშვილის 262 ბ

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00;

დასვენების დღე: შაბათი-კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • განახორციელოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა უშუალო ხელმძღვანელთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით;
  • ყოველდღიურად განახორციელოს, მართოს და აკონტროლოს პოლიტიკით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები;
  • საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისად შრომის უსაფრთხოების მართვის მიზნით შექმნას და პერიოდულად განაახლოს დოკუმენტირებული სისტემა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად განახორციელოს სამუშაო სივრცის მონიტორინგი;
  • განახორციელოს საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
  • განახორციელოს რისკების მონიტორინგი სტანდარტული ჩეკ-ლისტის მეშვეობით;
  • დასაქმებულებს და სხვა პირებს ჩაუტაროს საჭირო სწავლება (პირველადი, განმეორებითი, რიგგარეშე) პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
  • აკონტროლოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება;
  • აკონტროლოს და აღრიცხოს ცეცხლმაქრების ვადები, ვარგისიანობა, ადგილმდებარეობა. ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები (მასში არსებული ინვენტარი);
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განახორციელოს სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს (აქტები, ტექნიკური დოკუმენტაცია)მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა.
  • საოფისე პროგრამების ფლობა.

უნარები:

  • დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პუნქტუალურობა.
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი;