შესყიდვისა და იმპორტის მენეჯერი — ფექიჯინგ სერვისი

ფექიჯინგ სერვისი

შესყიდვისა და იმპორტის მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია ფექიჯინგ სერვისი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი

პოზიციის მიზანი: ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვისა და იმპორტის პროცესების ეფექტიან მართვას, საიმედო მომწოდებლების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობის განვითარებას, ოპტიმალური კომერციული პირობების უზრუნველყოფას, მიწოდების ვადებისა და ხარჯების კონტროლსა და კომპანიის უწყვეტ მომარაგებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და მართვა;
  • შესყიდვების პროცესის სრული კონტროლი;
  • კომერციულ პირობებზე მოლაპარაკება;
  • შეკვეთების განთავსება და შესრულების კონტროლი;
  • იმპორტისა და ლოგისტიკის პროცესების მართვა;
  • მიწოდების ვადების კონტროლი და მომწოდებლების მუდმივი Follow-up;
  • წარმოქმნილი პრობლემების დროული და დამოუკიდებელი გადაწყვეტა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციისა და პროცესის სიზუსტის კონტროლი;
  • შესყიდვების ოპტიმიზაცია და ალტერნატიული მომწოდებლების განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • Procurement / Purchasing მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
  • Import / International Trade მიმართულებით გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • თურქულ ენაზე კომუნიკაცია ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ძლიერი მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარები;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის აღების და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • სწრაფი რეაგირება და ძლიერი Follow-up უნარი.

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.