შესყიდვების სპეციალისტი
ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტებისთვის მართავს შესყიდვების პროცესს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთში.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებისა და მწარმოებლების მოძიება;
** ბაზრის კვლევა და ალტერნატიული მომწოდებლების იდენტიფიცირება;
** კომერციული შეთავაზებების მოთხოვნა, შედარება და ანალიზი;
** ფასებზე, გადახდის პირობებზე, MOQ-ზე, წარმოებისა და მიწოდების ვადებზე მოლაპარაკება;
** პროდუქციის ნიმუშების მოძიება და შეკვეთა;
** შეკვეთების განთავსება და შესრულების სრული პროცესის კონტროლი;
** ინვოისების, სპეციფიკაციების, შეთავაზებებისა და სხვა შესყიდვის დოკუმენტაციის მართვა;
** პროდუქციის ხარისხისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის კოორდინაცია;
** საერთაშორისო შესყიდვების შემთხვევაში ტრანსპორტირების, იმპორტისა და ლოჯისტიკის პროცესის კოორდინაცია;
** შესყიდვების ბიუჯეტის, ვადებისა და მიმდინარე სტატუსების კონტროლი;
** არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, პროექტის მენეჯერებთან და სამშენებლო გუნდთან კოორდინაცია;
** შესყიდვების პროცესისა და მომწოდებლების ერთიანი ბაზის წარმოება.
შესყიდვის მიმართულებები:
პოზიცია მოიცავს Blueprint Development-ის სხვადასხვა პროექტისთვის საჭირო შესყიდვებს, მათ შორის:
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები;
** ავეჯი;
** განათება;
** სანტექნიკა;
** კერამიკა;
** კარები;
** სამზარეულო და ჩაშენებული ავეჯი;
** ტექნიკა;
** ტექსტილი;
** დეკორი;
** სასტუმროს ინვენტარი;
** Smart Home სისტემები;
** FF&E და სხვა საპროექტო საჭიროებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების გამოცდილება;
** საერთაშორისო sourcing-ისა და შესყიდვების გამოცდილება;
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა — სავალდებულოა;
** Excel / Google Sheets-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფასებისა და კომერციული პირობების ანალიზის უნარი;
** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები;
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე შესყიდვისა და პროექტის პარალელურად მართვის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ჩინეთის ბაზარზე sourcing-ისა და შესყიდვების გამოცდილება;
** Alibaba, 1688 და სხვა საერთაშორისო sourcing პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ჩინელ მწარმოებლებთან ან უშუალოდ ქარხნებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო, დეველოპერულ, სასტუმროს ან ინტერიერის პროექტებში შესყიდვების გამოცდილება;
** საერთაშორისო ლოჯისტიკისა და იმპორტის პროცესების ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის, განსაკუთრებით ჩინურის, ცოდნა.
რას გთავაზობთ:
Blueprint Development-ში ეს პოზიცია არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ ერთ პროექტთან. შესყიდვების სპეციალისტი ჩართული იქნება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო დეველოპერულ პროექტებში მათი საჭიროებების შესაბამისად და იმუშავებს არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და პროექტის მართვის გუნდებთან ერთად.
გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან ადგილობრივ და საერთაშორისო შესყიდვებზე მუშაობას და კონკურენტულ ანაზღაურებას კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის გაგზავნა: