შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი — სპორტმშენსერვისი

სპორტმშენსერვისი

შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სპორტმშენსერვისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N15ა, ოლიმპიური სასახლე.

ძირითადი მოვალეობები:

  • განსახორციელებელი შესყიდვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმებების მომზადება;
  • საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და მასალის გამოთხოვა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
  • სატენდერო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • სამსახურის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებული ყველა დოკუმენტაციის განხილვა, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
  • კონკურსის პროცედურების უზრუნველყოფა, საკონკურსო დოკუმენტაციის, განცხადების, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
  • შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმართვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/ გაგზავნა/განთავსება;
  • გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • საჯარო სამსახურში, კერძოდ, შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

კომპეტენციები და უნარები:

  • ინფორმაციის შეგროვება;
  • წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე

ანაზღაურება შეთანხმებით.