შესყიდვების მენეჯერი — ევრომიქსი

ევრომიქსი

შესყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ევრომიქსი" ცხოველთა კვების მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა ტიპის პროდუქტს აწარმოებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული, 0.5 შტატი

პოზიციის მიზანი:

შესყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია წარმოებისათვის ნედლეულის, დამხმარე მასალების, შეფუთვისა და სხვა საჭირო პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო შესყიდვებზე, მომწოდებლების მოძიებაზე, კომერციული პირობების მოლაპარაკებაზე, შეკვეთების მართვაზე და საქონლის დროულად და ოპტიმალური პირობებით მიღებაზე.

პოზიცია ასევე მოიცავს საერთაშორისო ლოჯისტიკის, იმპორტის, განბაჟებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სრულ კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების მართვა:
    • კომპანიის შესყიდვების საჭიროებების განსაზღვრა და დაგეგმვა;
    • ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
    • ფასების, გადახდის პირობების, მიწოდების ვადებისა და სხვა კომერციული პირობების მოლაპარაკება;
    • მომწოდებლებისგან კომერციული შეთავაზებების მიღება და შედარება;
    • შეკვეთის მომზადება და კონტროლი;
    • შესყიდვების ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
    • შეკვეთების სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
  • საერთაშორისო შესყიდვები:
    • უცხოელ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
    • საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლებისა და პროდუქტების მოძიება;
    • შეთავაზებებისა და ფასების შედარება სხვადასხვა ქვეყნის მომწოდებლებთან;
    • საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კომერციული პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
    • Incoterms-ის პირობების გამოყენება და მიწოდების პირობების შეფასება;
    • იმპორტის სრული პროცესის კოორდინაცია შეკვეთიდან საქონლის მიღებამდე.
  • ლოჯისტიკა და იმპორტი:
    • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია;
    • სატრანსპორტო კომპანიებთან და ლოჯისტიკურ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
    • ტვირთის მოძრაობის კონტროლი;
    • ETA/ETD ვადების მონიტორინგი;
    • გადაზიდვის ხარჯების კონტროლი;
    • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სატრანსპორტო არხის ზღვა, სახმელეთო, საჰაერო ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
  • საბაჟო და დოკუმენტაცია:

    თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და კოორდინაციაზე, მათ შორის:

    • Commercial Invoice;
    • Packing List;
    • Bill of Lading / CMR / Air Waybill;
    • Certificate of Origin;
    • შესაბამისი ხარისხის/წარმოშობის სერტიფიკატები;
    • საბაჟო დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
    • პროდუქციის HS Code-ების იდენტიფიცირებისა და გადამოწმების კოორდინაცია;
    • საბაჟო ბროკერთან კომუნიკაცია;
    • განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადება;
    • საბაჟო პროცედურის მიმდინარეობის კონტროლი;
    • საქონლის მიღებამდე დოკუმენტაციის სისრულისა და სისწორის შემოწმება.
  • მომწოდებლების მართვა:
    • არსებული მომწოდებლების შეფასება;
    • ახალი მომწოდებლების მოძიება და პირველადი შეფასება;
    • ფასების, ხარისხისა და მიწოდების პირობების პერიოდული გადახედვა;
    • მომწოდებლების შესრულების მონიტორინგი;
    • მიწოდების შეფერხებებისა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
    • გრძელვადიანი და სტრატეგიული მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება.
  • ანგარიშგება და ანალიზი:
    • შესყიდვების პერიოდული ანგარიშების მომზადება;
    • ფასების დინამიკის ანალიზი;
    • შესყიდვის ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებელთან;
    • Logistics + Customs + Purchase Cost-ის გათვალისწინებით სრული თვითღირებულების (Landed Cost) გაანგარიშება;
    • ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
    • ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან დაკავშირებულ სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის გამოცდილება;
  • უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
  • სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საბაჟო და იმპორტის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა;
  • Incoterms-ის ცოდნა;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • მოლაპარაკების კარგი უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების ძლიერი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

თქვენი მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.