შეკვეთების შემგროვებელი და საწყობის ოპერატორი — ტრენდმარტი

ტრენდმარტი

შეკვეთების შემგროვებელი და საწყობის ოპერატორი

₾1400 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ონლაინ მაღაზია "ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებლისა და საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ეძებთ სტაბილურ სამსახურს, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კომპანიას, სადაც თქვენი შრომა ფასდება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: სამგორის მეტროსთან ახლოს, კახეთის გზატკეცილის დასაწყისი.

რას გააკეთებთ:

  • პროდუქციის მიღება, დათვლა და მარკირება;
  • პროდუქციის საწყობში განთავსება;
  • შეკვეთების შეგროვება, შეფუთვა და დასტიკერება;
  • შეკვეთების მომზადება საკურიერო კომპანიებისთვის;
  • მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • საწყობის წესრიგისა და ორგანიზებულობის შენარჩუნება.

პროდუქცია არის მცირე ზომის და მსუბუქი, შესაბამისად სამუშაო არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.

რას ველოდებით კანდიდატისგან:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო. მოტივირებულ კანდიდატებს ადგილზე გადავამზადებთ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას მზარდ კომპანიაში;
  • ოფიციალურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და პატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ხელფასს და დამატებით საბონუსე სისტემას.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
  • სამუშაო დრო: 11:30-20:30;
  • დასვენების დღეები: პარასკევი და კვირა;
  • ანაზღაურება: 1400 ლარი + მარტივი საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.