შეკვეთების მენეჯერი
სარეკლამო კომპანია "ზოლი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება სარეკლამო სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების განსაზღვრა;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
- შეკვეთების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
- კომპანიის შიდა გუნდთან თანამშრომლობა;
- კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესად;
- სასურველია ჰქონდეს მართვის მოწმობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიულ გარემოს;
- სარეკლამო სფეროში ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარების პერსპექტივას;
- ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით;
- ერთ თვიან საგამოცდო პერიოდს.