შეკვეთების გამშვები სპეციალისტი/ამგროვებელი — საკონდიტრო ბელა

საკონდიტრო ბელა — ლოგო
საკონდიტრო ბელა

შეკვეთების გამშვები სპეციალისტი/ამგროვებელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების გამშვები სპეციალისტის/ამგროვებლის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე);

ანაზღაურება: 1200 ლარი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • უფასო კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

  • პროდუქციის სწორად და დროულად ჩალაგება, ეტიკეტირება და მაღაზიებში გაგზავნის ორგანიზება;
  • შეკვეთების არსებულ ნაშთებთან/მარაგებთან გადამოწმება და დამუშავება;
  • შეკვეთილი (ინდივიდუალური) ტორტებისა და დამზადებული პროდუქციის გადამოწმება;
  • უზრუნველყოფს შეკვეთების გაგზავნას შესაბამისი დოკუმენტაციის (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა და სხვ.) მომზადებას;
  • დაბრუნებული ან შეცვლილი შეკვეთების მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • მჭიდრო თანამშრომლობა მაღაზიებთან, წარმოებასა და ლოჯისტიკის გუნდთან;
  • პასუხისმგებელია ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიაში დანერგილი სტანდარტების დაცვაზე.

მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.