შეფ-კონსულტანტი
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონსულტანტის პოზიციაზე მზა კერძების მიმართულებით:
სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2, ნაძალადევი
სამუშაო პირობა: თვეში მინიმუმ 5-10 სამუშაო ვიზიტი საწარმოში.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ახალი მზა პროდუქტების, კერძებისა და რეცეპტურების შემუშავება და დანერგვა;
- არსებული პროდუქტებისა და რეცეპტურების განახლებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქტის გემოვნური, ვიზუალური და ტექნოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით კონსულტირება;
- საწარმოო პროცესების დახვეწისა და ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და წარმოების გუნდთან თანამშრომლობა;
- ახალი და განახლებული პროდუქტების საცდელი წარმოების პროცესის პრაქტიკული ზედამხედველობა;
- პროდუქტის მასშტაბური წარმოებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- საწარმოო პროცესების დახვეწის მიზნით კონსულტირება;
- პროდუქციის შენახვის ვადის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქტის მონაცემების კოორდინაცია და ა.შ;
- წარმოების თანამშრომლების გადამზადება და ტრენინგების ჩატარება ახალი და განახლებული პროდუქტების, რეცეპტურებისა და მომზადების სტანდარტების შესახებ;
- თანამშრომლებისთვის პრაქტიკული სწავლების, დემონსტრირებისა და სამუშაო პროცესში კონსულტირების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, კულინარიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კულინარიის, კვების წარმოების, პროდუქტის განვითარების ან შესაბამის სფეროში;
- მზა კერძების/კვების პროდუქტების წარმოების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- რეცეპტურის შემუშავებისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესების გამოცდილება;
- საწარმოო პროცესების პრაქტიკული ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.