შეფ-კონდიტერი — კაფე სისი

კაფე სისი — ლოგო
კაფე სისი

შეფ-კონდიტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც გემო, ხარისხი და ვიზუალური ესთეტიკა ერთნაირად მნიშვნელოვანია.

ვეძებთ შეფ-კონდიტერს, რომელიც უხელმძღვანელებს საკონდირო მიმართულებას და იზრუნებს მაღალი ხარისხის დესერტებისა და ცომეულის შექმნაზე, პროდუქციის სტაბილურობაზე, ვიზუალურ მხარესა და სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებაზე.

მოვალეობები:

  • დესერტებისა და ცომეულის მომზადებისა და წარმოების პროცესის ორგანიზება
  • რეცეპტურის შემუშავება, დახვეწა და სტანდარტიზაცია
  • პროდუქციის გემოსა და ხარისხის სტაბილურობის უზრუნველყოფა
  • ვიტრინისთვის ვიზუალურად მიმზიდველი და თანამედროვე დესერტების შექმნა
  • ახალი დესერტებისა და საკონდირო პროდუქტების განვითარება
  • ნედლეულის შერჩევა, სწორად გამოყენება და ხარჯვის კონტროლი
  • პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი
  • საკონდირო გუნდის სამუშაო პროცესის ორგანიზება და დავალებების გადანაწილება
  • პროდუქციის თვითღირებულებისა და დანაკარგების კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

  • შეფ-კონდიტერად ან კონდიტერად მუშაობის გამოცდილება
  • საკონდირო ტექნოლოგიებისა და წარმოების პროცესების კარგი ცოდნა
  • კრეატიულობა და ახალი იდეების შექმნის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი ესთეტიკური გრძნობა
  • პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა
  • გუნდის მართვისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
  • თანამედროვე საკონდირო მიმართულებებისა და ტექნიკების ცოდნა/ინტერესის ქონა

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს
  • სტაბილურ თანამშრომლობას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • საკუთარი რეცეპტებისა და იდეების რეალიზების შესაძლებლობას
  • საკონდირო მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობას

ლოკაცია: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2