შეფ დე პარტიე
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- მართოს მის დაქვემდებარებაში არსებული სამზარეულოს სექცია.
- უზრუნველყოს კერძების დროული, ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი მომზადება.
- აკონტროლოს კერძების გემო, ვიზუალი, პორციონირება და ტემპერატურა.
- დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სექციის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
- გადაანაწილოს მოვალეობები კომი შეფებსა და დემი შეფებს შორის.
- უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების სწავლება, ადაპტაცია და პროფესიული განვითარება.
- აკონტროლოს ნედლეულის ხარისხი, რაოდენობა და შენახვის პირობები.
- უზრუნველყოს FIFO (First In, First Out) და FEFO (First Expired, First Out) პრინციპების დაცვა.
- აკონტროლოს პროდუქციის დანაკარგები და უზრუნველყოს ნედლეულის ეფექტური გამოყენება.
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში და მარაგების კონტროლში.
- დროულად აცნობოს ხელმძღვანელს პროდუქციის დეფიციტის ან ტექნიკური გაუმართაობის შესახებ.
- დაიცვას HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა.
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავე.
- ითანამშრომლოს სამზარეულოსა და რესტორნის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
პასუხისმგებლობები
- სექციის მუშაობის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
- კერძების ხარისხის, სტანდარტებისა და პრეზენტაციის დაცვაზე.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლზე.
- პროდუქციის რაციონალურ გამოყენებასა და დანაკარგების შემცირებაზე.
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის მოთხოვნების შესრულებაზე.
- სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენებაზე.
აუცილებელი უნარები
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები.
- გუნდის მართვის გამოცდილება.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
- დროის მართვის უნარი.
- კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
- პროფესიული ეთიკისა და დისციპლინის დაცვა.
სამუშაო პირობები
- ცვლებში მუშაობა, მათ შორის შაბათ-კვირასა და ოფიციალურ დასვენების დღეებში საჭიროების შემთხვევაში.
- სასტუმროს უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის სტანდარტების სავალდებულო დაცვა.
- შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესების სრული დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო". გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.