სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი — ბარ-რესტორანი Talkers

ბარ-რესტორანი Talkers

სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"თოქერსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, 18ა თამარ მეფის გამზირი

ჩვენ ვართ დინამიკური და მზარდი ჰოსფითალითი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 5+ გამორჩეულ ობიექტს! ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ სერვისის სუპერვაიზერს/მენეჯერს. თუ გაქვს დასამახსოვრებელი პიროვნული მახასიათებლები, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და გიყვარს სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა, მაშინ ჩვენი FOH (Front of House) გუნდის ლიდერად სწორედ შენ გეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური მომსახურების პროცესების მართვა და გლუვი, შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა.
  • ახალგაზრდული გუნდის მართვა, მოტივირება და პოზიტიური სამუშაო განწყობის შექმნა.
  • ოპერაციული სტანდარტების (SOP) მკაცრი დაცვა, სახალისო და მეგობრული გარემოს შენარჩუნების პარალელურად.
  • სტუმრებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და ნებისმიერი საკითხის სწრაფად/ეფექტურად მოგვარება.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და ახალი იდეების დანერგვა.

მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სუპერვაიზერი/მენეჯერი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსფითალითი/F&B სფეროში.
  • "Funky" ხასიათი: ხარ ენერგიული, გამორჩეული, კომუნიკაბელური და ქმნი დადებით განწყობას გუნდსა და სტუმრებში.
  • სტანდარტების პატივისცემა: გესმის, რომ თავისუფალი და პოზიტიური გარემო უნდა ეფუძნებოდეს ოპერაციული სტანდარტების (SOP) ზედმიწევნით ცოდნასა და შესრულებას.
  • ენთუზიაზმი: გაქვს საქმის ყოველდღიურად უკეთესად კეთების სურვილი და მოტივაცია.
  • ლიდერობა: გუნდური მუშაობის და ახალგაზრდა კადრების განვითარების ძლიერი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსებს შედეგების მიხედვით.
  • მაღალ "თიფს" (Tips).
  • ახალგაზრდულ, ენერგიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • პერსონალის კვებას.
  • ტრანსპორტირებას (ტაქსი) გვიან ცვლებში.
  • კარიერული განვითარების და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას ჩვენს მზარდ ქსელში (5+ ობიექტი).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ