სასტუმროს ადმინისტრატორი, სასტუმროს მენეჯერი — Gumbati Apart Hotel

Gumbati Apart Hotel

სასტუმროს ადმინისტრატორი, სასტუმროს მენეჯერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: სასტუმროს ადმინისტრატორი

ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და სტუმარზე ორიენტირებულ ადმინისტრატორს, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას და სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მართვას უზრუნველყოფს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება/გაცილება და რეგისტრაცია;
  • ჯავშნების მართვა;
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • სატელეფონო და ონლაინ მიმოწერის მართვა;
  • ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
  • მაღალი მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
  • საოფისე და სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიულ და სტაბილურ გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.

ვაკანსია: სასტუმროს მენეჯერი

ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ სასტუმროს მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს ოპერაციული პროცესების ეფექტურ მართვას, მაღალი მომსახურების სტანდარტის შენარჩუნებას და გუნდის კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • ადმინისტრაციული და საოპერაციო გუნდის კოორდინაცია;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
  • სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური და საოპერაციო პროცესების მონიტორინგი;
  • Booking.com-ის, Airbnb-ისა და სხვა ონლაინ პლატფორმების მართვის გამოცდილება;
  • სოციალური ქსელების ადმინისტრირების უნარები;
  • სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გაყიდვებისა და განვითარების პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასტუმროს მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სტუმარზე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.