საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის მენეჯერი — სკოლა პოლიგლოტი

სკოლა პოლიგლოტი

საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი
"პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობებისა (PR) და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო (გუდამაყრის ქ. N4)
სამუშაო ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-15:00

ორგანიზაციის შესახებ

კერძო სკოლა "პოლიგლოტი" წარმოადგენს თანამედროვე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უცხო ენების გაძლიერებული სწავლება და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვა.

ვაკანსიის შესახებ

ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა (PR) და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. პოზიცია მოიცავს სოციალური მედიის მართვას, კონტენტის შექმნაში მონაწილეობასა და ციფრული არხების სტრატეგიულ განვითარებას სკოლის პოზიციონირების გასამყარებლად.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) მართვა და განვითარება.
** პოსტის შინაარსის (Content) შექმნაში აქტიური ჩართულობა.
** აუდიტორიის ჩართულობის ანალიზი და სტრატეგიული გეგმის შემუშავება კომპანიის პოზიციონირების გამყარებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის/მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია მინიმუმ B2 დონე

პიროვნული უნარები:

** კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

შერჩევის ეტაპები

** CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

განაცხადის წარდგენა