საზაფხულო სკოლის კლასის ფსიქოლოგი
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/
აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს საზაფხულო სკოლის კლასის ფსიქოლოგის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო დრო: 1-31 ივლისი, 9:00 - 18:00 საათის ჩათვლით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით (ბაკალავრი ან მაგისტრი). უპირატესობად ჩაითვლება ბავშვის/განვითარების ან კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალიზაცია;
** სასურველი გამოცდილება: ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება (სასკოლო სივრცეში, საგანმანათლებლო ან განვითარების ცენტრებში მუშაობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
** ჯგუფების მართვის, ტრენინგების/აქტივობების ფასილიტაციის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვისა და კონფლიქტების პოზიტიურად გადაჭრის უნარები;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
ფუნქცია მოვალეობები:
** მთელი დღის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლეთა დღის განრიგით გათვალისწინებულ აქტივობებში დროულ, უსაფრთხო და სრულფასოვან ჩართულობაზე;
** ზრუნავს კლასში მოსწავლეთათვის მიმზიდველი, პოზიტიური და სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე;
** ზრუნავს თითოეული გაკვეთილის წინ მოსწავლეების მოწესრიგებულად მიღებაზე, საკლასო სივრცისა და ტექნიკის გამართვაზე;
** მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას და უზიარებს ინფორმაციას საგნის პედაგოგებს;
** მოსწავლეთა ემოციურ-ქცევით სირთულეებზე სისტემატური დაკვირვება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა/განხორციელება
** ემოციური ინტელექტის სავალდებულო კლუბების შეხვედრებისა და ყოველდღიური ტრენინგ-მოდულების ჩატარება მოსწავლეებთან
** იყენებს პოზიტიური კომუნიკაციის სტრატეგიებს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას;
** ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარების გამოვლენას, სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, კლასში ჰარმონიულ, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კლიმატის ჩამოყალიბებას;
** აწარმოებს მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვასა და მონიტორინგს;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოცემულ სხვა დავალებებს.