სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი, კლინექსი, კოტექსი, ფერმა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- მაღალი ფიქსირებული ხელფასი
- გეგმასთან მიბმული ანაზღაურება
- სამოტივაციო ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება;
- თბილისის რაიონების კარგად ცოდნა;
- მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
- უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
- გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე;
- უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
- შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.