სატუმბი სადგურების ინჟინერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას სატუმბი სადგურების ინჟინრის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სატუმბი სადგურების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** სატუმბი აგრეგატების, ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ექსპლუატაციის კონტროლი; ** გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების საჭიროების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** სატუმბი სადგურების მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება; ** მონაცემების ანალიზი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა; ** სერვისცენტრებთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ** უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დაცვის კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სატუმბი სადგურების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ან ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის მიმართულებით; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.