საბურღი დანადგარების ტექნიკური მენეჯერი- რუსთავი
სამშენებლო კომპანია შპს " Construction Service " აცხადებს ვაკანსიას საბურღი დანადგარების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი /ობიექტები ** სამუშაო დრო: სრული ** ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს https://cs.ge/ka ფუნქცია-მოვალეობები: ** ვერტიკალური და ჰორიზონტალური საბურღი დანადგარების მექანიკური და ჰიდრავლიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შეკეთება; ** გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) დაგეგმვა და პროცესის მართვა; ** ტექნიკური გაუმართაობის დროული დიაგნოსტირება და დაზიანებების აღმოფხვრა, რათა არ შეფერხდეს ოპერირების (ბურღვის) პროცესი; ** სარემონტო სამუშაოების კოორდინირება და სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა/მენეჯმენტი; ** შესრულებული ტექნიკური სამუშაოების დოკუმენტირება, სარემონტო ჟურნალებისა და შესაბამისი აღრიცხვის ფორმების ზუსტი წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მძიმე ტექნიკის ან/და საბურღი დანადგარების შეკეთებისა და მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება (ორივე მიმართულების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად); ** მექანიკისა და ჰიდრავლიკური სისტემების სპეციფიკაციებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** სარემონტო პროცესების მართვისა და დაგეგმვის გამოცდილება; ** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (ანახაზები, სერვისის რეპორტები, აღრიცხვის ფორმები) მუშაობის პრაქტიკული უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პრობლემების დამოუკიდებლად და ოპერატიულად მოგვარების უნარი.