საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტი- გარდაბანი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი
- სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
- ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან.
ბენეფიტები:
- უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
- კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი
- პროფესიული ტრენინგების დაფინანსება
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება/ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა
- სამეურნეო-სარემონტო მასალების გაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
- ძირითადი საშუალებების მიბარება შესაბამის პირებზე
- საწყობის და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი
- საბუღალტრო ან საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა
გამოცდილება:
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საწყობისა და ქონების მართვის მიმართულებით
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი
- დისციპლინირებულობა
- ორგანიზებულობა
შენიშვნა:
- კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს.
- დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
- გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.