საწყობის უფროსი- თბილისი, რეგიონები — სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა — ლოგო
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

საწყობის უფროსი- თბილისი, რეგიონები

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი /პროფესიული განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის მიღება და დასაწყობება სახეობების, სპეციფიკაციებისა და შენახვის პირობების შესაბამისად;
  • პროდუქციის მიღებისას ხარისხის, ვადიანობის, ეტიკეტირებისა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი;
  • პროდუქტის მიღებისას, პროდუქციის აწონა და მისი შედარება სასაქონლო ზედნადებთან;
  • საწყობში სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
  • საწყობიდან სამზარეულოში პროდუქციის ზუსტი რაოდენობით (ზედნადების მიხედვით) მიღების კონტროლი;
  • საწყობის ნაშთების სრული აღწერა ყოველი თვის ბოლოს;
  • დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
  • ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ;

ანაზღაურება: 2000 ლარიდან - 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).