საწყობის უფროსი — Glass Work

Glass Work — ლოგო
Glass Work

საწყობის უფროსი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმოო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (კვირაში 5 დღე)

სამუშაო დრო: 09:00-18:00

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება : ფიქსირებული 2500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Outlook, Microsoft Excel ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • 1C პროგრამის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, საწყობში მათი მიღებისა და შენახვის, ფართის რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით მათი შენობაში განლაგების, აუცილებელი მასალების, ინვენტარის ძებნის გაადვილებისა და დაჩქარების სამუშაოების განხორციელება და ხელმძღვანელობა;
  • საწყობში დალაგებული (განლაგებული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სათანადო შენახვის, შემოსვლა-გასვლის საბუთების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წესების დაცვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, მასში მონაწილეობა და ზედამხედველობა;
  • სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვიანობა და აღრიცხვიანობის კონტროლი;
  • პროდუქციის/საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ზედამხედველობა;
  • საწყობში არსებული პროდუქციის/საქონლის რაოდენობაზე თვალყურის დევნა;
  • საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, მათი საწყობში მიღებისა და შენახვის, მათი შენობაში სწორად განლაგების პროცედურის წარმოება და ხელმძღვანელობა;
  • საწყობის პროდუქციის/საქონლის ნაშთის კონტროლი;
  • საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწორი აღრიცხვიანობის მუდმივი წარმოება;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ფაქტობრივი ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება (თვეში ერთხელ), სხვადასხვა შიდა სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი დარღვევის, უსწორობის (უზუსტობის) ან/და მატერიალური ზიანის დადგომის, ასევე ასეთი ზიანის დადგომის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება;
  • მისდამი გადაცემული სასაქონლო მარაგების შენახვა და გაფრთხილება, აგრეთვე ყოველგვარი ზომების მიღება ზარალის თავიდან ასაცილებლად;
  • კომპანიის დირექტორის ინფორმირება ისეთი გარემოებების შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის და შეიძლება ზიანი მიაყენოს მის განკარგულებაში მყოფ სასაქონლო მარაგებს;
  • სასაწყობე პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სასაქონლო მარაგების მიღება-გაცემის კონტროლი, ხარისხისა და ვადების შემოწმება, პროდუქციის/საქონლის მითვლა სათითაოდ და ზედმიწევნით და საწყობში მათი სათანადოდ განლაგება;