საწყობის თანამშრომელი- წერეთელი, საბურთალო, გლდანი, დიღომი ,ვარკეთილი, ისანი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთელი, საბურთალო, გლდანი, დიღომი, ვარკეთილი, ისანი)
სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
სამუშაო აღწერილობა:
- სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ ამანათებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე;
- ამანათების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
- შემოსული და გასული ამანათების კონტროლი, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- ამანათების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
- საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების კონტროლი და რეპორტების წარმოება შესაბამის დეპარტამენტთან.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.
პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!