საწყობის თანამშრომელი- ქუთაისი
შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Nua - ტუალეტის ქაღალდები და სამზ. ხელსახოცები. Olivia/Orlena/ (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-18:00 სთ.
ძირითადი მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კარგი ფიზიკური მდგომარეობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დაცლა;
- პროდუქციის დასაწყობება სპეციფიკის გათვალისწინებით;
- შეკვეთის გამზადება დოკუმენტში მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით;
- პროდუქციის პერიოდული აღწერა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობიანი;
- შრომისმოყვარე;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარით.