საწყობის თანამშრომელი- ქუთაისი
Selini არის საავტომობილო ზეთების, ფილტრების, ავტოქიმიისა და აქსესუარების ერთ-ერთი მზარდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ამარაგებს პარტნიორ ობიექტებს.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ საწყობის თანამშრომელს
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქვიტირი)
დასაქმება: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას;
- სრულ განაკვეთზე დასაქმებას;
- მეგობრულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების ამოღება (კომპლექტაცია);
- პროდუქციის მიღება, გადმოტვირთვა და სწორად განთავსება;
- საქონლის დახარისხება, კოდირება და მარკირება;
- შეკვეთების მომზადება გასაგზავნად;
- საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- საწყობის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის მზადყოფნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.