საწყობის თანამშრომელი- ბათუმი — ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი — ლოგო
ვაკო მოტორსი

საწყობის თანამშრომელი- ბათუმი

₾1300.0 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს " ვაკო მოტორსი " გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1300 NET. ** სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება ** სამუშაო ადგილი: ბათუმი , აეროპორტის გზატკეცილი 243ბ თქვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში"; ** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი; ** კორპორაციულ ღონისძიებებს; ** დამატებით დასვენების დღეებს; ** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე. თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა; ** შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა და დასაწყობება; ** საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა; ** საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების მომზადება და განხორციელება; ** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება. კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ: ** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ოპერატიული; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.