საწყობის თანამშრომელი
კომპანია " დელივეროუ " არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან; "დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, (40 საათი); ** ანაზღაურება: პირველი თვე 800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი), მე-2 თვიდან 1300 ლარი ფიქსირებული; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები; ** ტვირთის მიღება/ჩამოცლა; ** ტვირთის სორტირება უბნების და რეგიონების მიხედვით; ** ტვირთის დასტიკერება; ** მარშრუტების მიხედვით, ტვირთის დატვირთვის პროცესში ჩართულობა; ** ცდომილების შემთხვევაში, კონკრეტული ტვირთის საწყობში მიბრუნება ან/და შესაბამისი, საჭირო პროცედურების გატარება; ** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა ნორმების დაცვა; ** საჭიროების შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სისწრაფე და მოქნილობა; ** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ჩვენი კომპანია გთავაზობთ: ** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში; ** ხელფასის ზრდის პერსპექტივა.