საწყობის თანამშრომელი — აგურილენდი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
აგურილენდი

საწყობის თანამშრომელი

₾1500 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
მაღაზია "აგურილენდში" გვესაჭიროება საწყობის თანამშრომელი.

თუ გაქვს სურვილი, მოხვდე მეგობრულ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემოში გქონდეს სტაბილური სამსახური, გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გრძელვადიანი პერიოდით. ჩვენ ადგილზე შეგასწავლით ყველა საჭირო ინფორმაციას თეორიულ თუ პრაქტიკულ ნაწილში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, როგორც ხელით ასევე თვითმცლელით;
** შეკვეთების მომზადება.

მოთხოვნები:

** სასურველია იცოდეს თვითმცლელის მართვა;
** შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
** მისამართი: თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი 3

ჩვენ მოგიძებნით საწყობი და წარმოების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა საწყობი და წარმოების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.