საწყობის თანამშრომელი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.
შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების მიხედვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
- პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
- სასაწყობე შენობის სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება);
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
- გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით;
- დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები;
- ანაზღაურება: 1500 ლარი.
მოთხოვნები: საწყობში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპანიის მისამართია: ქ. თბილისი, გ. კვიჭიძის ქ.#13ა.