საწყობის თანამშრომელი
სამაცივრე-შემნახველი საწყობი - შპს "ფრიზ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიღებული შეკვეთის მიხედვით სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა; ახალი პროდუქციის მიღება-დაცლა;
- მიღებული პროდუქციის გადმოტვირთვა და დასაწყობება;
- ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
- ხორც-პროდუქტების დამუშავების პროცესში დახმარება;
- საწყობის ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის აღრიცხვა;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- სასურველია, თვითმცლელზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- სამაცივრე საწყობში მუშაობის შესაძლებლობა;
- სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:00
შაბათი: 09:30 - 14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. N38
ანაზღაურება: საწყობის თანამშრომელი: 1200 ფიქსირებული + ბონუსი დატვირთვის მიხედვით (საშუალოდ 1500 ლარიდან)