საწყობის თანამშრომელი
შპს "გოლდ პაკი" 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 1500-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული ადამიანური რესურსების მართვაპროდუქციით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- შემოსული შეკვეთების გამზადება, შესაბამისი ზედნადებების მიხედვით აგროვება და მანქანაში სწორად დატვირთვა.
- საწყობში შემოსული ტვირთების დროული აღწერა, აღრიცხვა და დასაწყობება.
- საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული აღმოჩენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- საწყობში პროდუქციის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-დან 17:00-მდე, ან ნახევარი განაკვეთი - 09:00-დან 13:00-მდე ან 13:00-დან 17:00 მდე
- ანაზღაურება: სრული განაკვეთი -1500 ლარი; ნახევარი განაკვეთი - 750 ლარი
- ადგილმდებარეობა - თბილისი, ჭყონდიდელის 56