საწყობის თანამშრომელი — შპს "მზიური"

შპს "მზიური" — ლოგო
შპს "მზიური" პრემიუმი

საწყობის თანამშრომელი

₾1200-1400 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე:

მოთხოვნები:

  • საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

  • აკომპლექტებს მიღებულ შეკვეთებს.
  • აწესრიგებს საწყობს, სწორად განალაგებს პროდუქციას კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად.
  • აკონტროლებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და ყურადღებას აქცევს კომპანიის კუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მიხედვით დალაგებას.
  • სატვირთო მანქანებიდან მოახდინონ ჩატვირთული პროდუქციის ჩამოცლა და მოახდინონ დასაწყობება. ასევე უკან დაბრუნებული პროდუქცია მიიღონ და მოახდინონ ამ პროდუქციის დასაწყობება.
  • ასრულებს ნებისმიერ სხვა სახის დავალებებს და მითითებებს, ზემოაღნიშნული დავალებების შესრულების მიზნით.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
  • ანაზღაურება : 1200-1400
  • საწყობის მისამართი: თბილისი, ავჭალა, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ N 151.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • გუნდურობა
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება;
  • შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.