საწყობის თანამშრომელი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "MASTER TOOLS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "MASTER TOOLS" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას (კერძოდ საღებავების).
აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია თურქული ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
- პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- საწყობის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
საჭირო უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ხელფასი: 1500-1800 ლარი