საწყობის თანამშრომელი
კომპანია "აიმ ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობით კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მასალების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია თბილისსა და რეგიონებში.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა, ერწოს ქუჩა 11ა. მეტრო ღრმაღელეს მიმდებარედ.
კომპანია გთავაზობთ:
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.
- თანამდებობრივი სარგო :შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
- სამუშაო განრიგი: თავისუფალი (კვირაში სამი სამუშაო დღე)
ვაკანტური ადგილი: ორი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დაფასოება და ეტიკეტირება სახეობების მიხედვით;
- პროდუქციის შეფუთვა - გამზადება სარეალიზაციოდ;
- ნაშთების კონტროლი, აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- საწყობის საერთო მოწესრიგებულობის კონტროლი
პიროვნული თვისებები:
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობიანობა