საწყობის თანამშრომელი
კომპანია "თოში" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი: საწყობის ხელმძღვანელი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- საწყობისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
- შემოსული პროდუქციის მიღება, გადმოტვირთვა და რაოდენობრივი/ხარისხობრივი შემოწმება თანდართულ დოკუმენტაციასთან (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი) შესაბამისად.
- საქონლის სწორად კლასიფიცირება, დათვლა/აწონვა, მარკირება და განთავსება/დასაწყობება.
- შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სიზუსტით აკრეფა, შეფუთვა და გასაცემად მომზადება.
- გასაცემი საქონლის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სასაქონლო ზედნადების მონაცემებთან და მხოლოდ ამის შემდეგ დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
- სასაწყობე ნაშთების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაციაში (აღწერა) მონაწილეობის მიღება.
- ნებისმიერი სახის დაზიანების, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
- საწყობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა.
- ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა.
- პერიოდულ შეხვედრებზე დასწრება და არსებული პროცესების/მდგომარეობის განხილვა.
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ცვალებადია გრაფიკის მიხედვით)