საწყობის თანამშრომელი — სხივი+

სხივი+ — ლოგო
სხივი+

საწყობის თანამშრომელი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
  • მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
  • საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ნაშთების კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
  • კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ანაზღაურება: 1700 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით.

დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ