საწყობის თანამშრომელი — ესპანო

ესპანო — ლოგო
ესპანო

საწყობის თანამშრომელი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ესპანო" ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი".

კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ეკოლოგიურად სუფთა, სარემონტო მასალებს ესპანეთიდან.

ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ ესპანურ სარემონტო მასალებს.

კომპანია "ესპანო" - ესპანური სახლი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კარგი ყოფაქცევის გათვალისწინებით
  • სამუშაო საათები: 09:30-დან 18:00-მდე
  • დასვენების დღეები: თვეში შვიდი დღე (მენეჯერთან შეთანხმებით)

მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124

ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები): 1800 ლარი, ასევე ყოველთვიურად აიღებთ დამატებით ხელფასს (ბონუსის სახით)

ძირითადი მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პერიოდულად საწყობში პროდუქციის მიღება
  • დღის განმავლობაში, რეალიზაციის პროცესში გაყიდული პროდუქციის შეგროვება და კლიენტისთვის მიწოდება
  • საჭიროების დროს, საწყობში განთავსებული პროდუქციის აღწერაში გუნდურად მონაწილეობის მიღება.