საწყობის თანამშრომელი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.
თერმო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქუჩა 6
ანაზღაურება: 6 თვიან საგამოცდო პერიოდში 1500 ლარი (ხელზე ასაღები), მე-7 თვიდან 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
დამატებითი სარგებელი:
- კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე თვიდან
- FitPass
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების მიხედვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
- პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.