საწყობის თანამშრომელი
კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაოს სპეციფიკა: სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან (კარების დაცლა-დატვირთვა და გადაადგილება), რაც მოითხოვს შესაბამის ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
- გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
- საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (საჭიროა შიდა სამუშაო კომუნიკაციისთვის).
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.