საწყობის თანამშრომელი — საკონდიტრო ბელა

საკონდიტრო ბელა — ლოგო
საკონდიტრო ბელა

საწყობის თანამშრომელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)

ანაზღაურება: 1200 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • უფასო კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება;
  • მიღებული პროდუქციის დახარისხება, განთავსება განყოფილებებსა და სტელაჟებზე;
  • სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • წარმოებისა და მაღაზიებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება;
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სასაწყობე მეურნეობაში მუშობის 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.