საწყობის თანამშრომელი — NewYorker

samushao.ge
NewYorker — ლოგო
NewYorker

საწყობის თანამშრომელი

₾ფიქსირებული + ბონუსი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

NEW YORKER ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო მოდის ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია 45-ზე მეტ ქვეყანაში 1,300-ზე მეტი მაღაზიით. უკვე წლებია, NEW YORKER ქართველ მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, ტრენდულ და ხელმისაწვდომ მოდას.


თუ გსურს გახდე ენერგიული, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, შემოუერთდი NEW YORKER-ს და შექმენი შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად!


NewYorker აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:


სამუშაო პირობები:


🕘 სამუშაო გრაფიკი: : 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;

💰 ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;



შენი ძირითადი მოვალეობები:


  • მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
  • კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება;
  • პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება;
  • პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი;

 

 

რას ველოდებით შენგან:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • 1C-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა




ჩვენ გთავაზობთ:


  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას;
  • ფასდაკლებას NewYorker-ის პროდუქციაზე.


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ