საწყობის სპეციალისტი — AMTS

AMTS

საწყობის სპეციალისტი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.

კომპანია იწვევს ენერგიულ ახალგაზრდას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ.

ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
** მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი).
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ