საწყობის შეკვეთების მენეჯერი — სკუტ სკუტი

სკუტ სკუტი

საწყობის შეკვეთების მენეჯერი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"!

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ.

ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით.

"სკუტ სკუტში" ვეძებთ საწყობის შეკვეთების მენეჯერს!

თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!

შემოგვიერთდი, თუ:

** გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა;
** ხარ ძალიან ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი;
** შეგიძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა;
** შეგიძლია გუნდური მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, მითვლა და დასაწყობება, პროგრამული ასახვა;
** მიღებული შეკვეთების შეგროვება და გაშვება, პროგრამული ასახვა;
** სწრაფი შეკვეთების მიწოდება მაღაზიაზე;
** საწყობში არსებული ნაშთების სისწორის კონტროლი და პასუხისმგებლობა;
** ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საქონლის სწორი განლაგების უზრუნველყოფა სასაწყობე სტანდარტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მსგავს სფეროში;
** მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ორბორბლიანი ტრანსპორტის საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** სატელეფონო სერვისების პაკეტს;
** უფასო კორპორატიულ დაზღვევას;
** გუნდურ აქტივობებსა და ტრენინგებს;
** ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (NET) + წლიური ბონუსი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N71
გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე)

თუ ფიქრობ, რომ "სკუტ სკუტის" გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნები, გამოაგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

Web: https://scootscoot.ge
FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi
Insta: scootscoot_Geo