საწყობის (Reach Truck & Forklift) ოპერატორი — ფაინ თრი ტერმინალი

ფაინ თრი ტერმინალი — ლოგო
ფაინ თრი ტერმინალი

საწყობის (Reach Truck & Forklift) ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია “ფაინ თრი ტერმინალი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის (Reach Truck &Forklift) ოპერატორის პოზიციაზე. 

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება საწყობში ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებასა და ლოჯისტიკურ პროცესებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • Reach Truck _ის (მაღალსართულიანი დამტვირთველის) მართვა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით
  • ტვირთების განთავსება და ჩამოღება მაღალსართულიანი სტელაჟებიდან;
  • Forklift_ის დამტვირთველის მართვა, ოპერირება სატვირთო ავტომანქანების და კონტეინერების დაცლა-დატვირთვისას;
  • პროდუქციის/ტვირთების მიღება, საწყობის ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამის ზონებში განთავსება და შეკვეთების მომზადება (კომპლექტაცია);
  • სასაწყობო ნაშთების სიზუსტის კონტროლი და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ზონაში;
  • პროდუქციის მაჩვენებლების პროგრამაში ასახვა: რაოდენობრივი, ხარისხობრივი, ვადები, განლაგების ადგილი
  • ყოველდღიურ რეჟიმში ექსპედიტორების მიერ პროდუქციის გატანის კონტროლი, სათანადო დოკუმენტაციის გამოწერა და პროგრამული ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Reach Truck & Forklift (მაღალსართულიანი დამტვირთველის და ავტო/ელექტრო დამტვირთველზე) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასაწყობო პროგრამებთან ან სკანერთან (WMS/RF ტერმინალი) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია შესაბამისი სპეც-ტექნიკის მართვის მოწმობა/სერტიფიკატი;
  • საწყობის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
  • სივრცეში ორიენტაციისა და მანევრირების კარგი უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა (განსაკუთრებით ტვირთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული (9:00-18:00 სთ).

ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად;

შაბათი-კვირა დასვენება

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა „ვივამედი“-ს მიმდებარე ტერიტორია.