საწყობის ოპერატორი- ქობულეთი
შპს "ფასად სისტემ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქობულეთში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და განთავსება საწყობში
- პროგრამა "ბალანსში" მონაცემების შეყვანა
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
- საწყობის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა
- შეკვეთილი პროდუქციის შეგროვება და მიწოდებისთვის მომზადება
- საწყობის ოპერაციების ეფექტურად შესრულება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის ან მსგავსი ტექნიკური განათლების განხრით
- საოფისე პროგრამების საწყის დონეზე ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
დამატებითი პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - სრული
- ანაზღაურება 1400 ლარი
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება.
ინფორმაციის შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში. შპს "ფასად სისტემ" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.