საწყობის ოპერატორი- ბათუმი
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ საწყობის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს სასაწყობე ოპერაციების სწორ აღრიცხვას, მარაგების კონტროლსა და პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შესაბამისობას.
ვაკანსია: საწყობის ოპერატორი
მდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 1 000-1 400 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული საქონლის მიღება და სასაქონლო ზედნადებების დამუშავება;
** საქონლის მიღებისა და გადაადგილების ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში (Fina);
** საწყობებს შორის საქონლის გადატანის დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** საწყობის მარაგებისა და ნაშთების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება;
** საქონლის პერიოდული აღწერა და ინვენტარიზაცია;
** ნაშთებში აღმოჩენილი სხვაობების მიზეზების გამოვლენა და დადგენილი წესით გასწორება;
** სასაწყობე დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, საოფისე პროგრამები);
** სასაწყობე ან სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ყურადღება დეტალების მიმართ და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური სამუშაო გარემო მზარდ სადისტრიბუციო კომპანიაში;
** სააღრიცხვო პროგრამასა და შიდა სამუშაო პროცესებში სწავლება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და პასუხისმგებლობიანი გუნდი.