საწყობის ოპერატორი
"VESTEL" გუნდი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ საწყობის ოპერატორს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე ფილიალში გამოცხადება;
- კომპანიის უნიფორმის მოწესრიგებულად ტარება;
- ყოველდღიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა დილის 10:00 საათამდე;
- პროგრამაში ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
- სადილერო და ონლაინ რეალიზაციის, მაღაზიებს შორის პროდუქციის გადაადგილებისა და საცალო გაყიდვების ოპერაციების მართვა;
- შემოსული და გასული პროდუქციის Excel-ის ცხრილებში ასახვა;
- საწყობის აღწერებში მონაწილეობა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ სტოკებთან შედარება;
- ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა;
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
- ფილიალებთან, სადილერო გაყიდვების წარმომადგენლებთან და ბუღალტერიის დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება;
- კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში გამოცდილება;
- RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება;
- Infinaty-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაცია;
- დროის მართვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება