საწყობის მომმარაგებელი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.
მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 500 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.
კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მომმარაგებლის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საწყობის მარაგის შევსება.
- კომპანიის საჭიროებების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება დისტრიბუციისთვის.
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია მექანიკა (აუცილებელი).
- მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წლიანი.
პიროვნული თვისებები:
- ენერგიული
- პუნქტუალური
- მოწესრიგებული
- სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
ანაზღაურება: 1500ლ + ბონუსი (ხელფასი მზარდი)
სამუშაო საათები: ორშ-პარ. 10:00 - 18:00
სარგო:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ.
- Fitpass (ფარავს თანამშრომელი).
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება.