საწყობის მენეჯერის დამხმარე — ზებრა გრუპი

ზებრა გრუპი — ლოგო
ზებრა გრუპი

საწყობის მენეჯერის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ზებრა გრუპი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქ. N50

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (10:00-14:00)

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი (სწორი განლაგება, რაოდენობა და პროდუქციის მდგომარეობა);
  • პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
  • შეკვეთების მომზადება და პროდუქციის ზუსტად გადანაწილება შესაბამის ფილიალებში;
  • გასაგზავნი პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;
  • მიღებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
  • საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა საწყობის მენეჯერთან ერთად;
  • საწყობში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • სასურველია საწყობში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word და სხვა);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.