საწყობის მენეჯერის დამხმარე — ლეგი

ლეგი — ლოგო
ლეგი

საწყობის მენეჯერის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ლეგი" დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე.

ჩვენი საწარმოო კომპანია ეძებს საწყობის მენეჯერის დამხმარე თანამშრომელს — გოგონას, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და პასუხისმგებელი იქნება საწყობის ყოველდღიურ პროცესებზე, პროდუქციისა და მასალების ზუსტ აღრიცხვაზე და მონაცემების კონტროლზე 1С სისტემასა და საქართველოს საგადასახადო სისტემაში.

თუ გაქვთ გამოცდილება საწყობის აღრიცხვასა და მენეჯმენტში, მზად ხართ ღია სივრცეში მუშაობისთვის და გსურთ იყოთ სისტემური გაუმჯობესებების ნაწილი — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27

ძირითადი მოვალეობები:

  • მზა პროდუქციის, დაბრუნებებისა და პალეტების ზუსტი აღრიცხვა.
  • 1С და საგადასახადო სისტემაში მონაცემების ასახვა და კონტროლი.
  • საწყობის ყველა უბნის (მზა, დაზიანებული პროდუქცია, ტმც) აღრიცხვა და ინვენტარიზაცია.
  • დოკუმენტაციის წარმოება: მიღება, დაბრუნება, დანაკარგის აქტები, ტმც-ის მოძრაობა.
  • შიდა სტანდარტების დაცვა პროდუქციის მიღებისას.
  • 1С-ისა და RS.ge-ზე არსებულ მონაცემებს შორის შედარება/შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე ან საწყობის აღრიცხვაში მუშაობის გამოცდილება.
  • 1С პროგრამის ცოდნა.
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა (საწყობის აღრიცხვა).
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობა.
  • ღია საწყობში მუშაობის მზადყოფნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • მობილური მოწყობილობების (Zebra, Honeywell) გამოყენების გამოცდილება.
  • დაბრუნებული/დაზიანებული პროდუქციის ფოტოფიქსაციის უნარი.
  • Power BI-ის ცოდნა ან საწყობის მონაცემებზე ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

  • ოფიციალური დასაქმება სტაბილურ კომპანიაში.
  • თანამედროვე სამუშაო გარემო 1С და ინტერნეტზე წვდომით.
  • საჭირო აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები.
  • შესაძლებლობა საწყობის პროცესების გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვაში მონაწილეობის.